
ესტონეთის პრემიერი: საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება
19/12/2024 09:50:16 პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, მოელის, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება".
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა.