
ლელა წურწუმია და ბენდი აქციების დროს დაზარალებულებისთვის აქცია კონცერტს გამართავს
19/12/2024 10:27:17 საზოგადოება
მომღერალი ლელა წურწუმია და ბენდი აქციების დროს დაზარალებულების მხარდაჭერისთვის აქცია კონცერტს გამართავს.
"ჩემო მეგობრებო გილოცავთ ნიკოლოზობას. ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ Lela Tsurtsumia და Chveni ბენდი კონცერტები და კორპორატიულები 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული ,რამოდენიმე გადატანილი( დაახალოებით 18 ღონისძიება),რადგან ლელას და ჩემი მუსკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი, აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია კონცერტის გამართვა, უბრალოდ კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ", - წერს სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი.