Accentnews.ge
ბელგიის პრემიერი: მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოში პროევროპელებს და არ დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ

ბელგიის პრემიერი: მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოში პროევროპელებს და არ დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ

19/12/2024 10:43:08 პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდაჭერა გავაგრძელოთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოში პროევროპელებს და არ დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ - ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ გავლენებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ" - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S