ბუჩუკური - ევროსაბჭოს გენმდივანზე: ვთხოვეთ, მკაფიო განცხადება გააკეთონ მათი ვიზიტის მიზნებზე

19-12-2024 15:46:36 პოლიტიკა

"საქართველოსთვის" წევრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ მათ მედიასთან თქვეს, რომ ინფორმაცია მიაწოდეს ნაცემ დემონსტრანტებზე, ამასთან, სთხოვეს, მკაფიოდ განმარტოს ვიზიტის მიზნები.

ინფორმაცია მივაწოდეთ დეტალური, მათ შორის, დოკუმენტირებული, ფოტოსურათებით, ვიდეო დოკუმენტაცია, ასეულობით დასჯილი, ნაცემი და დაკავებული ადამიანების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო. [...]

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ მათი აქ ყოფნა ოცნების მხრიდან უკვე გამოიყენება პროპაგანდისთვის, რომ თითქოს ხდება ლეგიტიმაცია. ელემენტარულია, რომ ეს წარმომადგენლობა და ზოგადად საბჭო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ უფლებამოსილია და რომლის მანდატშიც შედის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ვინმესთან ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაციის მიცემა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს მძიმე პროპაგანდისთვის გამოიყენება და რა თქმა უნდა, მოვუწოდეთ და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად და მკაფიოდ განცხადება გააკეთონ მათი ვიზიტის მიზნებისა და მათი მანდატის შესახებ",- თქვა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები