19-12-2024 15:52:54 საზოგადოება
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 200 ლარით დააჯარიმა გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც ადმინისტრაციულ დარღვევას - პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჯვარშეიშვილს 2-ელ დეკემბერს დაკავებისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა, მიღებული აქვს დაზიანებები სახისა და სხეულის არეში.
სასამართლო პროცესზე ჯვარშეიშვილი ყვებოდა, რომ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრნენ, მათ შორის, გაუპატიურებით, ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, წაართვეს ზურგჩანთა. მას თხრობა შეაწყვეტინა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა „ამ საკითხს სასამართლო ვერ განიხილავს მოცემული დავის ფარგლებშიო”.
მოსამართლე ცაგარეიშვილი ესტონეთის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაშია.