Accentnews.ge
მეცოლა: რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს

მეცოლა: რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს

19/12/2024 13:04:21 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს.

„რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს. გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რაც ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებას, ურყევი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების აღმოჩენას, რადგან მხოლოდ ძლიერი უკრაინა შეძლებს ძალის პოზიციიდან საუბარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S