Accentnews.ge
ბრიტანეთმა შსს-ს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

ბრიტანეთმა შსს-ს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

19/12/2024 13:40:27 პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასანქცირა.

სანქციები ასევე დაუწესდა უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს. როგორც განიმარტა, ისინი არიან პასუხისმგებელნი ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქციები დაუწესდათ:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
  5. მილერი ლაგაზაური - ხარაზიშვილის მოადგილე

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა“,- განმარტავენ ბრიტანეთში.

სანქციები მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყივნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S