Accentnews.ge
აფხაზეთიდან დევნილებს ხელსაწყოები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადაეცათ

აფხაზეთიდან დევნილებს ხელსაწყოები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადაეცათ

19/12/2024 13:54:02 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილებს პირადად შეხვდა და მათგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭირო ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადასცა.

სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თბილისში, დირსის კომპლექსის მე-13 კორპუსში და სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.

„შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფროაქტიურად შევძლოთ ჩვენი აფხაზეთელების მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს“, -განაცხადა დავით ფაცაციამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S