Accentnews.ge
სტუდენტების პროტესტის შემდეგ თეატრალურმა უნივერსიტეტმა აქციებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა

სტუდენტების პროტესტის შემდეგ თეატრალურმა უნივერსიტეტმა აქციებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა

19/12/2024 15:12:22 საზოგადოება

სტუდენტების პროტესტის შემდეგ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს. მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 18 დეკემბერს სტუდენტებმა თეატრალურის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით სოლიდარობის განცხადება გაკეთებინა დაკავებულების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S