Accentnews.ge
ცაჰკნა: საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება

ცაჰკნა: საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება

19/12/2024 15:17:26 პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება , - ასე ეხმიანება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას.

დღეს ბრიტანეთმა შსს-ს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

"სანქცირებული პირები არიან:

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  • მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს", – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S