Accentnews.ge
ზელენსკი – ევროკავშირს: "მოგიწოდებთ, ზეწოლა გაზარდოთ ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე“

ზელენსკი – ევროკავშირს: "მოგიწოდებთ, ზეწოლა გაზარდოთ ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე“

19/12/2024 16:08:38 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირ მოუწოდა, "ზეწოლა გაზარდოს ბიძინა ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე“. ამის შესახბე მან ევროპულ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ, განახორციელოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე, რათა არ მივცეთ საშუალება, ისარგებლონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლით. ჩვენ არ შეგვიძლია, დავკარგოთ არც ერთი ქვეყანა ევროპაში, რადგან ერთის დაცემაც კი გამოიწვევს განხეთქილებას და კონფლიქტს“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S