Accentnews.ge
როთი – ბრიტანულ სანქციებზე: გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება, მალე უნდა მიბაძონ

როთი – ბრიტანულ სანქციებზე: გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება, მალე უნდა მიბაძონ

19/12/2024 16:49:03 პოლიტიკა

"გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ გაერთიანებულ სამეფოს", – ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და კიდევ 4 ძალოვანის დასანქცირებას.

დღეს ბრიტანეთმა შსს-ს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

"სანქცირებული პირები არიან:

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  • მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს", – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S