
1 ივნისიდან საბანკო-საფინანსო სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდება
31/05/2019 10:56:02 ეკონომიკა
პირველი ივნისიდან ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით საბანკო-საფინანსო სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ამიერიდან თანხის გადაუხდელობის გამო დაყადაღდება მხოლოდ გირავნობის საგანი და არა სხვა რამ, აგრეთვე სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-ს ნაცვლად 50 პროცენტამდე მცირდება. სიახლე შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებსა და ლომბარდების საქმიანობასაც.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმით ქვეყანაში ჭარბვალიანობა შემცირდება რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გააუმჯობესებს.