
უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა რუსი ჰაკერების მასშტაბურ კიბერშეტევის სამიზნე გახდა
20/12/2024 06:11:30 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემაზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადა.
მედია წერს, რომ რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიბერშეტევამ გამოიწვია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთიანი და სახელმწიფო რეესტრის მუშაობის დროებითი შეწყვეტა. დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლების მიზანი ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების მოშლა იყო.
ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, სისტემის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.