
ტუსკი: თუ ხალხი არის საკმარისად მზად, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი
20/12/2024 07:28:19 პოლიტიკა
მაგიდის ირგვლივ ყველამ იცის, რომ საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის მოვლენების უკან არის რუსეთი- მე ამ ქვეყნებში ვხედავ რუსეთის ჩარევას - განაცხადა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
ის ქართველ ხალხს სიმტკიცისკენ მოუწოდებს:
"თქვენ იცით ჩემი პოზიცია, საქართველო ჩემი გულია და ჩემს გულშია. მე ყოველთვის ვუძღვნი თავს, როდესაც საქმე ეხება თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და პროევროპულ გზას საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ველოდით. [...]
ახალგაზრდობაში, მეც ვიყავი დემონსტრაციის ნაწილი, 50 წლის წინ და მაშინ არარეალური ჩანდა ყველაფერი, მაგრამ თუ ხალხი არის საკმარისად მზად, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი. შეიძლება არა ხვალ, არა ზეგ, მაგრამ მას აქვს შანსი. სამწუხაროდ, ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელობა ძალიან იმედგამაცრუებელია ჩვენთვის", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.