Accentnews.ge
"მოქალაქეთა ნაწილი კარს არ აღებს" - საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა გაახანგრძლივა

"მოქალაქეთა ნაწილი კარს არ აღებს" - საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა გაახანგრძლივა

20/12/2024 07:37:54 საზოგადოება

საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და ამასთან, დღეიდან, კვლავ ხელმისაწვდომი გახდება თვითრეგისტრაციის პორტალი. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე გამოიკითხა 3 მილიონზე მეტი მოქალაქე.

თოდრაძის განცხადებით, პროცესს აფერხებს ის, რომ თბილისში, მოქალაქეების ნაწილი აღმწერებს კარს არ უღებენ, ასევე, ზოგიერთ რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობები.

"აღსანიშნავია, რომ აღწერის მიმდინარეობისას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვა­დასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რაც გარკვეულწილად აფერხებდა პროცესს. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან, 20 დეკემბრიდან კვლავ გავხსნათ აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეო­ბი­თაც აღწერის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში ინტერვიუერის ვიზიტის გარეშე შეავსონ ელექტრონული კითხვარი",- თქვა თოდრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S