20-12-2024 11:49:36 რეგიონები ,რეკლამა
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა.
უწყებს ცნობით, სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.
„ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ძლიერი, ერთიანი საქართველო აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს ბევრი უნდა ვიშრომოთ და მჯერა, რომ მსგავსი ტიპის პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ დიდ საქმეში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.