Accentnews.ge
სანქცირების შემდეგ გომელაური ჩინეთის ელჩს ესაუბრა "ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ" ურთიერთობებზე და "სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე"

სანქცირების შემდეგ გომელაური ჩინეთის ელჩს ესაუბრა "ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ" ურთიერთობებზე და "სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე"

20/12/2024 09:07:32 პოლიტიკა

სანქცირების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახური იტყობინება, ელჩმა გომელაურს "თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალსაქმიანობაში წარმატებები უსურვა".

ამავე რელიზის მიხედვით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის "არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს".

"ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა",- ვკითხულობთ რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S