Accentnews.ge
ევროსაბჭოს გენმდივანი განმარტავს, რაზე ისაუბრა ივანიშვილთან

ევროსაბჭოს გენმდივანი განმარტავს, რაზე ისაუბრა ივანიშვილთან

20/12/2024 10:09:47 პოლიტიკა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე განმარტავს, რის შესახებ ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც 18 დეკემბერს შედგა.

„ეს შეხვედრა იყო იმავე ელემენტებზე, რაც ყველა სხვა შეხვედრაზე - ვითარება საქართველოში, მოვლენების განვითარება ბოლო კვირებსა და თვეებში. [ვისაუბრეთ] საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოლის მნიშვნელობაზე, აღებულ ვალდებულებებზე - ეს მხოლოდ სიტყვებია თუ ფაქტებიც, რაც რეალობას შეესაბამება“?.. ხაზი გავუსვი ჩვენი მხრიდან შესაძლებლობას, რომ ვიმუშავოთ ყველა წევრთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ ევროპული გზის იმპლემენტირება“, - განაცხადა ალან ბერსემ.

ბერსემ ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო „ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც:

„ასევე იყო დისკუსია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რასაც ახლა ვხედავთ. ეს საკითხი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დისკუსიების ნაწილიც იყო. ეს ნიშნავს, რომ წუხილები და ელემენტები [სხვადასხვა შეხვედრაზე] მეტნაკლებად ერთი და იგივე იყო. საქართველოს ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში, და ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. იმიტომ, რომ ეს ჩვენი, ევროპის საბჭოს მთავარი მიზანია“.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. კობახიძისა და ბერსეს პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა, მეორედ კი ისინი 20 დეკემბერს შეხვდნენ. ივანიშვილს ის 18 დეკემბერსვე შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S