20-12-2024 12:11:09 ევროპა ,პოლიტიკა
გერმანიის კანცლერ ოჯაფ შოლცის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მისი ქვეყანა ეროვნულ დონეზე მიიღებს. ამის შესახებ მან მედიას ევროპის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ევროპის საბჭოზე რთულია კონსენსუსის მიღწევა საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა ცალკეული ქვეყნები კვე დგამენ ეროვნულ დონეზე შესაბამის ნაბიჯებს საქართველოს მთავრობის მისამართით. ჩვენ გავაკეთეთ ერთოლივი განცხადება და დისკუსიის მსვლელობისას ამ საკითხზე ჩამოვყალიბდით. დემოკრატიულ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვეი მკაფიო გზავნილია. ამასთანავე, როგორც იცით, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ეხლა საქართველოში იმყოფება და ველით მის დასკვნას. მართალია, სამიტზე კონსენსუსი ვერ მიიღწა, თუმცა ქვეყნები ინდივიდუალურ დონეზე უკვე ვიღებთ საქართველოსთან მიმართებაში საჭირო გადაწყვეტილებებს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის: 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.