
ხოშტარია: ევროსაბჭოს დელეგაციის, ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში
20/12/2024 10:25:30 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას, რომ მიიღო დაპირება "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან "აგენტების კანონის" შინაარსის შეცვლის შესახებ.
"ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის "კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო". პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით. ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას"- ამბობს ხოშტარია.
"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“,- განაცხადა ალენ ბერსემ.