Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია!

ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია!

20/12/2024 10:28:10 პოლიტიკა

ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია, - ასე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას, რომ მიიღო დაპირება "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან "აგენტების კანონის" შინაარსის შეცვლის შესახებ.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხულია.

„სხვა არანაირი დიალოგი არ მოხდება და ამაში არ ჩაერთვება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S