Accentnews.ge
კობახიძე: თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს

კობახიძე: თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს

20/12/2024 10:56:21 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს „ფინანსურ დანაკლისს“, რომელიც საქართველოს იმ მაღალჩინოსნებს შეიძლება მიადგეთ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.

„თუკი რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ „ღირსების ორდენზე" წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურს და შსს-ის კიდევ 10 მაღალჩინოსანს - მათი ნაწილი სანქცირებულია. დღესვე კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა აშშ-სთან კოორდინაციით დაასანქცირა შსს-ს ხუთი მაღალჩინოსანი, მათ შორის მინისტრი გომელაური.

19 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.

სანქცირებული არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S