"ბერსესთან შეხვედრაზე რუსულ კანონზე საუბარი არც ყოფილა! საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა“

20-12-2024 15:48:17 პოლიტიკა ,სამართალი

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ეხმიანება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის - ალენ ბერსეს განცხადებას იმის შესახებ, რომ მან "ოცნების" წევრთაგან მიიღო დაპირება ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის შინაარსის შეცვლის თაობაზე. როგორც დოლიძე აცხადებს, ბერსესთან შეხვედრისას ამ საკითხს საუბარი საერთოდ არ შეჰხებია და რომ "საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა".

„გუშინ, პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთაე.ნ ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენ გვახლდა დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები. ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა“, - წერს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის: "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ალან ბერსემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები