Accentnews.ge
ზურაბიშვილი - ბერსეზე: მე  მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან - კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და ნათლად ავუხსენი

ზურაბიშვილი - ბერსეზე: მე  მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან - კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და ნათლად ავუხსენი

20/12/2024 12:00:41 პოლიტიკა

მე გონი, ცოტა გაუგებრობაში არიან - კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი,- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ავუხსენი, რომ არ შეიძლება ქვეყანაში მოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და რომელიც უშუალოდ ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზეა პასუხისმგებელი - დაიცვას დემოკრატიული პრინცპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება...ამ ორგანიზაციას აქვს ერთადერთი მოვალეობა და პასუხისმგევლობა - ხმა ამოიღოს, როცა ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში - ძალადობა, ხალხის ყველა უფლების შელახვა - ამის გაპროტესტება, დაგმობა პირველი მოვალეობაა ასეთი ორგანიზაციის. მე ეს ძალიან ნათლად ავუხსენი გენდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც უფლება, არც მოვალეობა არ არის, რომ რაღაც კომისია შექმნან ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა? ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ იტყუება ხელისუფლება წლების მანძილზე - ხან მიმაქვს უკან, ხან წინ, რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ჰქონიათ, რომ ამით ვიღაცას მოხიბლავენ... შესაძლოა, მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ქართველ ხალხს, ვერც პარტნიორებს, რომლებსაც კარგად ესმით საქართველოს მდგომარეობა. შესაძლოა, ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის შემდეგ გაერკვევა იმ ტყუილებში, რომელიც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S