Accentnews.ge
პრეზიდენტი: პროვოკაციაა, როცა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დე ფაქტო პრემიერი ამბობს, რომ დააჯილდოებს რეპრესიებსა და მხეცობაზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს

პრეზიდენტი: პროვოკაციაა, როცა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დე ფაქტო პრემიერი ამბობს, რომ დააჯილდოებს რეპრესიებსა და მხეცობაზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს

20/12/2024 12:17:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურანიშვილმა პროვოკაცია უწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ანონსს, რომ „ღირსების ორდენზე“ წარადგენს შსს-ს მაღალჩინოსნებს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.

"პროვოკაციულია ის, რაც მოვისმინეთ დღეს გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშალოდ პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია და პროვოკაციული განცხადება, ეს არის შეურაცხყოფა იმ გენერალური მდივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი, რომელსაც ჰგონია, რომ კონსტრუქციულ დიალოგში შევიდა... შეიყვანეს და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს. ყველაფერი ნათელია... ჩვენი გზა ნათელია. არაფერში არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ - მხარს გვიჭერენ და ამ დღეებში ამას კიდევ უფრო ნათლად ვნახავთ“,- თქვა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S