Accentnews.ge
კალასი: საქართველოს მთავრობა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს

კალასი: საქართველოს მთავრობა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს

20/12/2024 12:48:48 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს,- ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იტყობინება.

"დღეს ჩვენ მათ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადების წარდგენით პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.

ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს",- წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი X-ზე და ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის მიერ წარდგენილ წინადადებას აქვეყნებს.

მოგვიანებით მან განაცხადა, "დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო".

„ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ დათრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და ვერ შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას შედეგების გარეშე. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავამისამართეთ დაფინანსება ხელისუფლებიდან ქართველი ხალხისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას ევროკავშირის გზაზე. ასევე მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას“, - აღნიშნა კალასმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S