ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20-12-2024 17:20:32 საზოგადოება ,ეკონომიკა

20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8082 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9174 ლარი გახდა.

4.02 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5133 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.98 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები