IPM: გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია

20-12-2024 17:24:40 საზოგადოება

IPM-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 56% ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ უნდა ჩატარდეს.

შესაბამისი კითხვის პასუხად, 11% გამოსავლად ასახელებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და პროტესტის პოლიტიკურ სივრცეში გადატანას;

9%-ს მიაჩნია, რომ გამოსავალი მთავრობის სრული ან მაღალი თანამდებობის პირების გადადგომაა;

9%-ს მიაჩნია, რომ კრიზისი არ არსებობს, 4%-ის აზრით კი, საუკეთესო საშუალება მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებია.

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 18-19 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე.კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები