
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ვინც ფუნდამენტურ უფლებებს არ იცავს, ვიზალიბერალიზაციით არ უნდა ისარგებლოს
20/12/2024 13:35:05 პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკკუნენი ამბობს, რომ დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით. ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი ჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება ოფიციალურად დააყენა
„ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - ხაზი გაუსვა ჰენა ვირკკუნენმა.