20-12-2024 20:11:28 პოლიტიკა ,საზოგადოება
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, "საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს".
საქართველოს საბანკო ასოციაციაშო 14 ბანკი შედის - ბაზის ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი, თიბისი ბანკი, იშბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, სილქ ბანკი, ხალიკ ბანკი საქართველო, ტერა ბანკი, პეისერა ბანკი საქართველო.
19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა აშშ-სთან კოორდინაციით დაასანქცირა შსს-ს ხუთი მაღალჩინოსანი, მათ შორის მინისტრი გომელაური.
19 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.
სანქცირებული არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნეს.