20-12-2024 20:29:12 საზოგადოება
23-ე დღეა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
მანამდე რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს შეურეთდა სხვადასხვა პროფესიული თუ სოციალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული მარშები. კერძოდ, მსვლელობა გამართეს იურისტებმა, მოგზაურობის მოყვარულებმა, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლ;ელია: გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები და ჩატარდეს ახალი არჩევნები.
პროტესტი ქვეყანაში აგორდა 28 ნოემბერს, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.