
ლატვია საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს ასანქცირებს
20/12/2024 19:31:35 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად ლატვიაში. ეს გულისხმობს, რომ ამ კონკრეტულ მოქალაქეების სტუმრობას არასასურველად განიხილავს ლატვია.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება," - წერს ბრაჟე.
მათი ვინაობა ჯერ უცნობია.