პრეზიდენტი: ტოტალური ტყუილი სუფევს, ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის იარაღი იყო

21-12-2024 11:57:01 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტყუილს შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარე სამყაროზე მართვის მთავარ იარაღად საბჭოთა კავშირი იყენებდა და „დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას“.

"სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.

უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ეხლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ უნდათ . ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!

ამ ტყუილ მართალის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ", – წერს პრეზიდენტი სოაციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები