Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილმა მარშის მონაწილეებს საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა: ეს სცენა ჩვენია, მოედანი, სასახლე, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

სალომე ზურაბიშვილმა მარშის მონაწილეებს საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა: ეს სცენა ჩვენია, მოედანი, სასახლე, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

22/12/2024 15:24:09 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ მოწყობილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიესალმა მოქალაქეებს.

კახელები, რომლებმაც მარში ერეკლე მეფის მოედნიდან დაიწყეს და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებოდნენ, გზად ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილი მათთან მისასალმებლად გამოვიდა და მოინდომა სასახლის წინ, მერიის მიერ მოწყობილი სცენიდან მიემართა მათთვის.

თავდაპირველად პრეზიდენტს სცენაზე არ უშვებდნენ, სავარაუდოდ, თბილისი მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სცენაზე განლაგდნენ. მათ ნაწილს სახეზე ნიღბები ეკეთა. მცირე დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტის დაცვამ მოახერხა, რომ ზურაბიშვილი სცენაზე ასულიყო.

„მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S