
სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - არჩევნების თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე
22/12/2024 18:21:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მზადაა დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების რიცხვი.
პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.