
უილსონი: "დე ფაქტო „ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით
23/12/2024 05:25:37 პოლიტიკა
საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური".
„საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.
ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.