Accentnews.ge
ტრამპის განცხადებით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს

ტრამპის განცხადებით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს

23/12/2024 05:35:14 მსოფლიო

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს. ეს განცხადება ტრამპმა ამჯერად 22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართება.

ტრამპი პრეზიდენტის უფლებამისილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

19 დეკემბერს წლის შემაჯამებელი პრეს–კონფერენციის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S