Accentnews.ge
Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

23/12/2024 07:11:48 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის გასაგზავნად ემზადება, – იუწყება სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სამ დღეში რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 77 და დაჭრილია 40-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეამ ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S