Accentnews.ge
რამდენი უჯდება ფოთს საახალწლო ღონისძიებები

რამდენი უჯდება ფოთს საახალწლო ღონისძიებები

23/12/2024 07:23:52 საზოგადოება

ორგანიზაცია "შ-ფოთის" ცნობით, ფოთში საახალწლო ღონისძიებებზე 385 908 ლარი იხარჯება, აქედან 78 000 ლარი ნაძვის ხის მორთვაზე მოდის, 197 000 ლარი - გარე განათებებზე.

"58 408 ლარი - კონცერტისთვის სცენის აღჭურვილობა. ამ თანხიდან წამყვანს 4 500 ლარს ვუხდით ფოთელები.

30 000 ლარი - ღამის შოუს ბენდი

15 000 ლარი - ჯგუფი მიქსტურა

7 500 ლარი - 50 ცალი ხის სასაჩუქრე ყუთი (გოზინაყი, ჩურჩხელა, კარამელის მენდიანტი, ღვინო და ნაძვის ხის სათამაშო)

ჯამში 385 908 ლარი გვიჯდება ახალი წელი ფოთში.

მაშინ როდესაც უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ უამრავ ოჯახს დახმარება ვერ გაუწიეს და ბიუჯეტში ფულის არქონა მოიმიზეზეს.

გასართობ ღონისძიებებზე ფოთში დიდი თანხები იხარჯება, სამაგიეროდ, 2024 წლის მონაცემებით სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებულია 7 250 ადამიანი" - წერს "შ-ფოთი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S