Accentnews.ge
რუსეთში პიროტექნიკის აკრძალვას განიხილავენ

რუსეთში პიროტექნიკის აკრძალვას განიხილავენ

23/12/2024 09:28:36 მსოფლიო

რუსეთში პიროტექნიკის გაყიდვაგამოყენების აკრძალვას განიხილავენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის არტიომ კირიანოვის თქმით, სადღესასწაულო პერიოდში პიროტექნიკის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო.

მისი ხედვით, პიროტექნიკა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის "დიდ საფრთხეს წარმოადგენს".

მისი თქმით, ინციდენტების თავიდან ასარიდებლად პოლიციამ უნდა ჩაატაროს "მასშტაბური რეიდები" პიროტექნიკის გაყიდვის ობიექტებზე და შეამოწმოს გამყიდველების ლიცენზიები.

სახელმწიფო სათათბიროს შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ იაროსლავ ნილოვმა ასევე თქვა, რომ მოსახლეობაში "მაღალია შფოთვის დონე, მათ შორის დრონების თავდასხმების გამო" და მოსახლეობას ახალი წლის ფეიერვერკებისა და პიროტექნიკის გარეშე აღინიშვნისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S