Accentnews.ge
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების ნაწილი: "დღის სატელევიზიო ეთერი უნდა დაეთმოს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების ნაწილი: "დღის სატელევიზიო ეთერი უნდა დაეთმოს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს"

23/12/2024 10:08:29 საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების ნაწილმა ტელეარხის შენობის წინ პრეს–კონფერენცია გამართა. ისინი ითხოვენ, რომ ტელეარხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის.

მათი თქმით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი, რომ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა მაყურებელს შესთავაზოს.

"მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან. მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის. ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან", აცხადებს ტელეარხის თანამშრომლების ნაწილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S