
მდინარაძე: "მოწოდება, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას, დანაშაულებრივია
23/12/2024 11:40:20 პოლიტიკა
"მოწოდება, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას, ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა განიხილონ, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მანამდე, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ ჯარს მიმართა.
"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, არალეგიტიმური იქნება და ე.წ. ახალ პრეზიდენტს ჯარი არ უნდა დაემორჩილოს, მათ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი უნდა განაცხადონ. ქართულმა ჯარმა არალეგიტიმურ პროცესს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს",- წერს მამუკა ხაზარაძე სოცალურ ქსელში.