
სასამართლომ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
23/12/2024 12:43:42 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
გიორგი ბახუტაშვილს მიმდინარე საპროტესტო აქციებისას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს. მან დაკავების გარემოებებზე ისაუბრა პროცესზე.
"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. საკმაოდ გვიან მივედი - უკვე 30 თენდებოდა. არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა და არ დაეკავებინა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი, ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა. არც გზაზე გადავღობებივარ - უკნიდან მივყვებოდი და თხოვნით შემოვიფარგლებოდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ. მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვთხოვდი, რომ არ დაეკავებინათ"- თქვა ბახუტაშვილმა სასამართლო პროცესზე.