ეროვნულმა ბანკმა 43 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა

23-12-2024 17:06:35 საზოგადოება ,ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა - ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი,- იტყობინება BMG.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა.

შეგახსენებთ, სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს.

ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისიდან ოქროს შესყიდვები გააქტიურა, თუმცა ის სავალუტო რეზერვებში არ შეიყვანა და ცალკე მდგომი სახით "სხვა აქტივებად" შეინახა. 2024 წლის მაისამდე ამ კატეგორიაში სებ-ს მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარის ოქრო ჰქონდა შენახული, ივლისში კი ამ ოქროს მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია. სტატისტიკის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა ეს ოქრო ნოემბერში გაყიდა, რის შედეგადაც მის მარაგებში მხოლოდ $3.7 მილიონის ოქრო დარჩა, რაც ერთ თვეში 43 მილიონი დოლარის კლებას წარმოადგენს. აღნიშნული ოქროს წონა მიმდინარე ფასებში, დაახლოებით, 511 კილოგრამს შეადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები