Accentnews.ge
პაპაშვილი: უნდა შემცირდეს ეს დისტანცია ყველა ქვეყანასთან

პაპაშვილი: უნდა შემცირდეს ეს დისტანცია ყველა ქვეყანასთან

23/12/2024 13:31:47 პოლიტიკა, საზოგადოება

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესახებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

"ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს, იქნება ტურიზმი, სარესტორნო მიმართულება თუ სხვა... ძალიან [დიდი] ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

ყველას გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ, დღეს ვერაფრით, როგორც ჩვენი უწმინდესი ამბობს, ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს", - განაცხადა პაპაშვილმა.

მას ჰკითხეს, დასავლეთისგან იზოლირებით და სანქციებით გამოწვეულ რისკებზე თუ იყო საუბარი და როგორი იყო პასუხები.

"მოთხოვნებიც იყო ჩვენგან",- თქვა პაპაშვილმა და დამაზუსტებელ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

"მოთხოვნა იყო, რომ უნდა შემცირდეს ეს დისტანცია ყველა ქვეყანასთან. ცუდად განწყობილია, კარგად განწყობილია, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი - ჩვენ უნდა დავახლოვდეთ. ერთადერთი, რაც უმრავლესობამ დააფიქსირა, ვერ ხედავს უმრავლესობა, რომ ეს მთავრობა შორდება ევროპას, თორემ ჩვენ რუსეთში ვერ გავყვებით ვერავის უკან, აღარ გვინდა რუსეთში".

დღეს ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი კობახიძეს შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S