Accentnews.ge
არასამთავრობოები: მოვუწოდებთ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით

არასამთავრობოები: მოვუწოდებთ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით

23/12/2024 13:53:29 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასული კვირების განმავლობაში სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაპატიმრებულია, რომელთა ასაკი 19 წლიდან იწყება.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე სახე - პატიმრობა. ხოლო 2 პირი, ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"არსებული პრაქტიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლო ახორციელებს არა სამართლიან და ობიექტურ, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ვინაიდან პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე (წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა) და ზეწოლაზე საუბრობს; ვინაიდან პატიმრობაში მყოფ არაერთ ბრალდებულზე მიმდინარეობს ზეწოლა, მისცენ გამოძიებას ყალბი ჩვენება; ვინაიდან დაპატიმრებულების მიმართ ჩხრეკა და ამოღება საპროცესო გარანტიების დარღვევით ჩატარდა; ვინაიდან სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იგი მთლიანად ემორჩილება პროკურატურის დღის წესრიგს: მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას - მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით",- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S