
მინდია საბანაძე: პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა
23/12/2024 13:58:26 პოლიტიკა, საზოგადოება
IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მინდია საბანაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა "დროული იყო" და "პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა".
მისი თქმით, განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა:
"ბიზნესი ერთ-ერთი სენსიტიური სფეროა ასეთი მდგომარეობების მიმართ, როდესაც ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში - დაძაბულობა, არამდგრადი სიტუაცია და ა.შ. მგონია, რომ ეს შეხვედრა ძალიან დროული იყო და ძალიან სწორი ფორმატით ჩაშალა. პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა. დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა და ვისაც კრიტიკული აზრი, ბევრს აქვს ძალიან... ახლავე ჩაინიშნა, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი".
მისივე თქმით, "ევროინტეგრაციას, ევროპისკენ მიმართულებას არანაირი უკუსვლა არ აქვს და შეუქცევადი პროცესია, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა [პრემიერმა]".