Accentnews.ge
ნიკა გვარამია: მოვიდა დრო, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ნიკა გვარამია: მოვიდა დრო, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები

23/12/2024 14:52:02 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მორგი სამუშაო ფორმატის შეხვედრას მართავენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება.

როგორც პოლიტიკური პატიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშო ფორმატში ახალ, ვადამდელ არჩევნებსა და ამ თემის გარშემო არსებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, "უკვე მოვიდა დრო მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პროტესტი პროტესტად, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ხალხს აქვს".

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები პოლიტიკურია თუმცა, არა პარტიული და მიაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღება უნდა მოხდეს.

„ეს პროტესტი პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული. მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი ფუნქცია არ უნდა დაკარგოს. გადაწყვეტილებების დროა. უნდა ვიმსჯელოთ, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და ახალი არჩევნების ჩატარება.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების სირბილე, საერთაშორისო ავტორიტარულმა რეჟიმებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს, მსოფლიოს მასშტაბით, მიხარია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნავსი გატყდა. ძალიან მძიმე შეფასება გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მძიმე იყო არჩევნები. მის კომპეტენციაში არჩევნების ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის დადგენა არ შედის, მას შეუძლია სამართლებრივად შეაფასოს არჩევნების“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S