Accentnews.ge
აქციაზე ნაცემ საბა ქევხიშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

აქციაზე ნაცემ საბა ქევხიშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

23/12/2024 15:00:21 საზოგადოება

აქციების დროს დაკავებული საბა ქევხიშვილი საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქევხიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს და შემდეგ სცემეს. მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ახალგაზრდა კაცმა "აქცენტს" უამბო.

არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრება ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ სპეცრაზმელს, შემდეგ მას საპოლიციო ძალების კორდონში შეითრევებ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, „ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S